ვებ-აფდეიტერი
-
ვებ-აფდეიტერი გაძლევთ საშუალებას სწრაფად გნაახლოთ/აღადგინოთ თქვენი თამაშის კლიენტი სერვერზე არსებულ ბოლო აქტუალურ ვერსიამდე. აფდეიტერი ავტომატურად გადაამოწმებს ფაილებს და გაცნობებთ საჭიროა თუ არა მათი განახლება, ასევე განააახლებს თავის თავს თუ გამოვა მისი ახალი ვერისა.
1. როგორ გადმოვწეროთ აფდეიტერი
- პირველ რიგში უნდა გადმოვიწეროთ საინსტალაციო ფაილი (სურათზე 1) ღილაკის მეშვეობით
- გადმოწერილი ფაილი უნდა დააინსტალიროთ ოპერტიულ სისტემაში, იგი სერვისის სახით ჩაიტვირთება და მეტი მასთან მიმართვა აღარ დაგვჭირდებათ, საჭიროების შემთხვევაში გამოგიჩნდებათ ღილაკი "აფდეიტერის ჩართვა" უმოქმედების შემთხვევაში კი ავტომატურად გამორთვება (აფდეიტერის პარამეტრებში მითითებულ დროის პერიოდის შემდეგ) რაც მაქსიმალურად ზოგავს თქვენი კომპიუტერის რესურსებს.
- პირველადი ინსტალაციის შემდეგ უნდა ჩავრთოთ აფდეიტერი (სურათზე 2) ღილაკის მეშვეობით
2. როგორ გამოვიყენოთ აფდეიტერი
აფდეიტერის კონფიგურაცია დაგჭირდებათ მხოლოდ ერთხელ, რის შემდეგაც მას უკვე დამახსოვრებული ექნება სად ჩაწეროს და რამდენი ნაკადით განახლებული ფაილები თქვენს კომპიუტერში.
- პირველ რიგში უნდა მიუთითოთ სად მდებარეობს თქვენ კომპიუტერზე თამაშის სრული კლიენტის ფოლდერი (სურათზე 1).
- განახლების დასაწყებად საკმარისია დააწვეთ ღილაკს "თამაშის განხლება" (სურათზე 2). დაელოდეთ ბოლომდე სანამ ყველა ფაილი არ განახლდება, პროცესების ლოგირება და ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შესაბამის ფანჯრებში.
- განახლების დამთავრების შემდეგ დააწექით ღილაკს "თამაშის ჩართვა" (სურათზე 3). რის შემდეგაც თამაში ავტომატურად ჩაირთვება.