თამაშის წესები
I. საერთო პრინციპები
- წესები ვრცელდება თამაშის პროცესში ჩართულ ყველა მოთამაშეზე.
- წესების არ ცოდნა არ გიხსნით პასუხისმგებლობას.
- წესების დაცვას აკონტროლებს სერვერის ადმინისტრაცია.
- სერვერის განვითარებასთან ერთად წესები შეიძლება შეიცვალოს.
- წესების შეცვლის შესახებ ადმინისტრაცია შეგატყობინებთ სიახლეების სახით.
II. ადმინისტრაციასთან კავშირი
- ადმინისტრაციასთან კავშირისათვის უნდა გამოიყენოთ ჩვენი ფორუმის განყოფილება.
- წერილში ადმინისტრაციასთან ზუსტად უნდა იქნეს ჩამოყალიბებული, თხოვნა ან საჩივარი. წინააღმდეგ შემთხვევაში წერილი არ განიხილება. წერილი განხილული იქნება 3 დღის მანძილზე.
- საჩივარში მითითებული უნდა იქნას ზუსტად ის პუნქტი რომელშიც მოხდა დარღვევა, ასევე დამნაშავის სახელი. მოთამაშეებისაგან მიღებულ საჩივრებს თან უნდა ახლდეს სქრინები , რომელიც ადასტურებს დანაშაულს. სქრინები არ უნდა იყოს დამუშავებული არცერთ გრაფიკულ პროგრამაში, შესაძლებელია ფორმატის შეცვლა .jpeg, .gif გრაფიკულ გაფართოებაზე.
- არაკანონიერი საჩივრის შემთხვევაში სასჯელი შეიძლება მიღებული იქნას მომჩივანის პერსონაჟზე.
- მოთამაშეებს უფლება აქვთ ადმინისტრაციას მიმართონ საჩივრის თაობაზე თამაშის მსვლელობის დროს.
- ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი სათამაშო და მატერიალური ღირებულებების დაკარგვის შემთხვევაზე, რომელიც მოხდა შემდეგი მიზეზებით:
- ა) მოთამაშის მიერ დარღვეული იქნა უსაფრთხოების ზომები;
- ბ) სერვერის ავარიული გამორთვისას;
- გ) პერსონაჟის მონაცემების გატეხვისას (თუ აღნიშნულ სარეგისტრაციო ჩანაწერზე იყო რამდენიმე IP-დან წვდომა).
- ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას იგნორირება გაუკეთოს მოთამაშეების მიერ გამოგზავნილ წერილებს, თუ წერილი დაწერილია არა საპატივცემულო ფორმით ან როდესაც წერილი არ არის მთლიანად გასაგებ ენაზე დაწერილი.
- იკრძალება კონტაქტი ადმინისტრატორთან თამაშის პირად ჩატში - ყველანაირ შეკითხვაზე, რომელიც არაა დაკავშირებული თამაშის წესების დარღვევასთან.
III. დარღვევა
- 1) უცენზურო სიტყვები, გაღიზიანება, უცენზურო სახელის (ნიკის) დარქმევა, მუქარა, შანტაჟი საერთო ან პირად ჩატში.
- 2) ფლუდი საერთო ან პირად ჩატში:ა) აზრს მოკლებული წერილებიბ) \"caps lock\"– დაწერილი წერილებიგ) სიტყვების უაზრო გამეორება
- 3) რეკლამა მოთამაშით სხვა პროექტებისა და საიტების შესახებ.
- 4) ცრუ ინფორმაციის გავრცელება სერვერთან და ადმინისტრაციასთან დაკავშირებით.
- 5) გამოყენება ისეთი პროგრამების რომელიც არ არის სერვერზე დაშვებული.
- 6) ყიდვა გაყიდვა ან მცდელობა ინვენტარის და პერსონაჟის გაყიდვისა რეალურ ფულზე.
- 7) სხვის პერსონაჟში შესვლა (შეღწევა) რეალური მფლობელის თანხმობის გარეშე.
- 8) თავის ადმინისტრატორად წარმოდგენა.
- 9) თაღლითობა, სხვა მოთამაშის მოტყუილება. სათამაშო რესურსების ან ფულის გამოძალვის მიზნით
IV. სასჯელი
- აღნიშნული პუნქტების დარღვევისთვის III.1, III.2 და III.3 - პერსონაჟს ისჯება ჩატ-ბანით 1 დან 72 საათამდე. მრავალჯერადი დარღვევისას - პერსონაჟი იბლოკება 1 თვის მანძილზე. განმეორების შემთხვევაში პერსონაჟი დაიბლოკება სამუდამოდ.
- აღნიშნული პუნქტების III.4, III.6, III.7, III.8 დამრღვევი პერსონაჟი იბლოკება სამუდამოდ.
- აღნიშნული პუნქტის III.5 - დამრღვევი პერსონაჟი იბლოკება სამუდამოდ.
- აღნიშნული პუნქტის დარღვევისთვის III.9 მოთამაშეს მიეცემა გაფრთხილება, განმეორების შემთხვევაში პერსონაჟი იბლოკება 1 კვირით ხოლო 3–ჯერ დარღვევისას იბლოკება სამუდამოდ.