გამარჯობა.

პირველ რიგში, გვინდა მოგახსენოთ, რომ სერვერის შიდა ტესტირება კიდევ უფრო აგრესიული მეთოდით წამოვიწყეთ, რაც ფაქტობრივად მინიმუმამდე დაიყვანს შეცდომების გაპარვის შანსს.

ამისთვის, მადლობა გვინდა გადავუხადოთ ყველას, ვინც იღებდა მონაწილეობას ამ დრომდე ტესტირების პერიოდში.

მაგრამ

ტესტირება კვლავ გრძელდება!

სერვერი ღია არის ნებისმიერი მოთამაშისთვის ორი მიზეზის გამო:

1) დაგვეხმარონ შეცდომების და უზუსტობების აღმოჩენა/გამოსწორებაში

2) გაეცნონ უკეთ Grand Crusade-ს ქრონიკას, რომელსაც ჯერ-ჯერობით საქართველოში არ აქვს ფეხი მოკიდებული.

 

გვინდა გთხოვოთ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი შემოიყვანოთ სერვერის გახსნამდე, რათა შევქმნათ სრული ბალანსი შემდგომი თამაშისთვის.

აქვე, გვინდა მოგითხროთ, თუ რა უპირატესობები გააჩნია ხსენებულ ქრონიკას სხვა ქრონიკებთან შედარებით:

 

1) ვიზუალი - თამაშის ინტერფეისის რიგი განახლებები

2) შესაძლებლობები - ე.წ Skill-ები - დამატებულია ახალი შესაძლებლობები მაქსიმალური ბალანსისთვის, ასევე, ამოღებულია რიგი სკილები ხმარებიდან

3) საბრძოლველი ნივთები - R დონის განახლებული აბჯარი და იარაღი, ასევე, სამკაულები და სხვა მრავალი ნივთი

4) რეიდ და ეპიკური ბოსები - განახლებული და დამატებული რიგი ბოსებისა

5) ახალი სათამაშო გამოცდილება - ახალი სამყარო, ახალი სანახაობებითა და ისტორიებით

 და მრავალი სხვა!

 

გვსურს შეგახსენოთ, რომ თითოეულ პერსონაჟს საჩუქრად გადაეცემა 10 ერთეული დონაციის სამაგიერო ნივთი, რომლის გამოყენებასაც შეძლებს სპეციალურად განკუთვნილ მაღაზიაში!

გისურვებთ წარმატებებს!

ავტორი: tedotedo

ბეტა ტესტირების ფარგლებში შემოსული ყველა შეტყობინება სერვერზე არსებული ბაგების შესახებ, ამ ეტაპზე გამოსწორებულია.

სერვერი მუშაობს ხარვეზების გარეშე.
იმისათვის, რომ სერვერმა შეძლოს ფუნქციონირება ფართო მასებისთვის, საჭიროა მეტად იყოთ მოთამაშეები ჩართული ტესტირების პროცესში, რადგან არ გაიპაროს ელემენტარული შეცდომები.

მეტი ინტერესის გამოსაწვევად, ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ყველა მოთამაშეს, რომელიც აღმოაჩენს თუნდაც ერთ დაღრვევას, ან აქტიურად იქნება ჩართული ტესტირების პროცესში, საჩუქრად გადაეცემა 10 დონაციის სანაცვლოდ მიღებული ფოინთი, რის გამოყენებასაც შეძლებს პრემიუმ მაღაზიაში.

გისურვებთ წარმატებებს.

ავტორი: tedotedo

მოგესალმებით

 

როგორც უკვე იცით, Hi5.ge ჯგუფი ქართველ მოთამაშეებს ყოველთვის სთავაზობდა დახვეწილ, განსხვავებულ და სტაბილურ პროექტებს.

ბევრ ძველ მოთამაშეს ტკბილად ახსოვს ჩვენს სერვერზე გატარებული წლები

ბევრ თქვენგანს კი ეს ყველაფერი წინ აქვს

 

რადგან

 

ჩვენი ჯგუფი გთავაზობთ ახალ, სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას.

 

Grand Crusade - პროექტი, რომელსაც პირველად ხედავ ქართულ კიბერ სივრცეში. 

 

ჩვენთან დაგხვდებათ:

- სრულიად ახალი ეპოქა ლაინეიჯის ისტორიაში

- საუკეთესოდ დაცული ბალანსი

- საუკეთესო და პროფესიონალი სტაფი

- თამაშის ახლებური გამოცდილება

 

სერვერზე სრული ინფორმაცია დაიდება მალე.

ავტორი: tedotedo